აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 781-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 874 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 970 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 3 349 035 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 139 001 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 210 034 მოქალაქეს.