აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 551 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 551 ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 551 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 807 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 229 358 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 221 116 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 100 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 142-ს შეადგენს.