აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 845 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 6 776 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 227 273 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 009 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 996-ს შეადგენს.