აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 949 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 949 ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 949 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 6 915 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 227 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 216 720 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 032 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7 944-ს აღწევს.