აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 1 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 98 927 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 65 734 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 194 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 999-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი