აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 202 088 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 2 210 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსისგან ჯამში 139 779 პაციენტი გამოჯანმრთელდა.