აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 163 შემთხვევა გამოვლინდა, 2 251 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 163 შემთხვევა გამოვლინდა, 2 251 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 163 შემთხვევა გამოვლინდა, 2 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 13 478 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 296 374 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 260 193 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 077 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 32 104-ს შეადგენს.