აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 8 055 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 232 973 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 227 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 195 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 159-ს შეადგენს.