აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 155 ინფიცირებული.
აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 37 031 შემთხვევა. აქედან 34 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 543 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 069-ს შეადგენს.