აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 465 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

18:20, 06.11.2020

აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 1 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ს 17 ადამიანი ემსხვერპლა, 805 კი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში ვირუსი 62 338 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 47 270 გამოჯანმრთელდა, 811 კი დაიღუპა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 14 257 აქტიური შემთხვევაა.

მსგავსი