აზერბაიჯანში, ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ოთხი ადამიანი

13:31, 17.06.2019

აზერბაიჯანში, სოფელ ბიუკესიკის ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაჭრილია რვა.

გარდაცვლილებს შორის არიან დედა და ორი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებს ჩაბარდა. სისხლიანი თავდასხმის მიზეზი კი ოჯახებს შორის უთანხმოებაა.

მსგავსი