აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

​კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.

„ყველა გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პატიმრობის ვადის ორი მესამედი ან სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

იუსტიცის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

27 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 122 ადამიანი. სამი გარდაიცვალა.