აზერბაიჯანში კორონავირუსის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი, გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 45 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 40 272 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 635 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 972-ს შეადგენს.