აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ​კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 43 280 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 39 671 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 619 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 990-ს შეადგენს.