აზერბაიჯანში​ კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში​ კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში​ კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 107 კი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 4 000-მდე ადამიანს დაუდგინდა, 2 500-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 49 კი, დაიღუპა.

ამ დროისთვის, საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში 1 427 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 44-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აზერბაიჯანში საერთო ჯამში 265 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.

დატოვე კომენტარი