აზერბაიჯანს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
აზერბაიჯანს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რი იონგ ჰო აზერბაიჯანში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რი იონგ ჰო აზერბაიჯანში პეკინიდან ჩავა, შემდეგ კი, რუსეთში გაემგზავრება. ბაქოში ჩრდილოკორეელი დიპლომატი მიუმხრობლობის მოძრაობის შეხვედრას დაესწრება, რომელიც 5-6 აპრილს გაიმართება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა უწყებაში დიპლომატის მოსკოვში ჩასვლის თარიღი არ დაუკონკრეტებიათ.

მიუმხრობლობის მოძრაობა 120 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ერთი ევროპული – ბელარუსი, 37 აზიური, 53 აფრიკული, 26 ამერიკული და ოკეანეთის სამი სახელმწიფო.