აზერბაიჯანმა სკანდინავიის ქვეყნებიდან ელჩი გამოიწვია
აზერბაიჯანმა სკანდინავიის ქვეყნებიდან ელჩი გამოიწვია

აზერბაიჯანმა სკანდინავიის ქვეყნებიდან ელჩი გამოიწვია. შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში აკრედიტებული აზერბაიჯანელი დიპლომატის სამშობლოში დაბრუნების გადაწყეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო.

9 ნოემბერს ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში საელჩოს ხურავს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში ხსნის. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნეს, რომ ნორვეგიის ელჩის გაძევებას ისედაც აპირებდნენ, რადგან ის მიტინგებზე დადიოდა და დიპლომატისთვის შეუფერებლად იქცეოდა.