აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის სამხედრო პროდუქცია შეისყიდა
აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის სამხედრო პროდუქცია შეისყიდა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პროდუქცია შეისყიდა. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის სამხედრო-ტექნიკური პროდუქცია შეისყიდა და ეს თანხა იზრდება“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, ხოლო რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

შეგახსნებთ, რომ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გუშინ ჩავიდა. ის ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. როგორც კრემლში აცხადებენ, ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს.

დატოვე კომენტარი