აზერბაიჯანმა აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
აზერბაიჯანმა აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანმა აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.

აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ მიიღეს.

„აშშ-ში ბაკო სააკიანის ვიზიტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი, რობერტ სეკუტა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა საპროტესტო ნოტა, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაა შედგენილი“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. მაშინ მთიანი ყარაბაღის ოლქმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ განაცხადა. სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა ოლქზე კონტროლი დაკარგა.