აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში ჩავა
აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება.
გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე მიემგზავრება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონიც.
„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა გარიგება აზერბაიჯანთან, რათა გაზარდონ ბუნებრივი აირის იმპორტი და მხარი დაუჭირონ მილსადენის გაფართოებას.