აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა „ზანგეზურის დერეფნის“ გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა „ზანგეზურის დერეფნის“ გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაეფ ერდოღანმა გორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის პროექტის შემადგენლობაში შედის.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტები აჰმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ და აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სააგენტოს ხელმძღვანელისგან გატარებული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსიმინეს.

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალ საგზაო მონაკვეთს ჩაეყარა ფუნდამენტი. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს.

პროექტს ეწინააღმდეგება სომხეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, სომხეთის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.