აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი სომხეთში ჩავიდა
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი სომხეთში ჩავიდა

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი, დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ჩავიდა. აზერბაიჯანის მთავრობის წევრების თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ  შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების კომისიების ბოლო შეხვედრა ქალაქ გაბალაში გასული წლის 28 ნოემბერს გაიმართა.