აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 12,57 პროცენტი იყო
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 10:00 საათისთვის 12,57 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ცესკო-მ გაავრცელა.
ბაქოში იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი და საარჩევნო პროცესს აშუქებს.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ პიტერ ტეილერს ესაუბრა. მისი თქმით, სამეთვალყურეო მისიის წევრები 6 იანვრიდან აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. ტეილერის განცხადებით, ეუთო-ს 100-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს.
„ჩვენ ვაკვირდებით არჩევნების მთელ პროცესს, რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს, ხმების დათვლას, დარღვევებზე სასამართლოში გასაჩივრების პროცესს და საბოლოო არჩევნების გამოცხადებას. ჩვენი საბოლოო ანგარიში და რეკომენდაციები თვის ბოლოს გამოქვეყნდება“, – განაცხადა ეუთო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგები დღეს, საღამოს 19:00 უნდა გახდეს ცნობილი.