აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სპეციალური დანიშნულების რაზმების ერთობლივი წვრთნები ბაქოში 12 სექტემბრიდან დაიწყება
აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სპეციალური დანიშნულების რაზმების ერთობლივი წვრთნები ბაქოში 12 სექტემბრიდან დაიწყება

აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სპეციალური დანიშნულების რაზმების ერთობლივი საერთაშორისო წვრთნები „სამი ძმა-2021“ პირველად ბაქოში, 12 სექტემბრიდან დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების უმთავრეს მიზანს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სპეციალური დანიშნულების რაზმების ურთიერთქმედების გაზრდა და არსებული ცოდნა-გამოცდილების გაცვლა წარმოადგენს.

წვრთნები 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.