აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მონაცემებით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების პერიოდში 2 783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა
აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების დანაკარგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, 27 სექტემბრის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ომის დროს 2 783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კი დაკარგულად მიიჩნევა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის 1 245 ჯარისკაცი მკურნალობის კურსს აგრძელებს.
საომარი მოქმედებების განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა. აზერბაიჯანის გენპროკურატურა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ცნობებს.