აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს [ვიდეო]
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხარეს განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, „მტრის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი სადამსჯელო ზომების შედეგად“, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, საცეცხლე პოზიციები, სადაზვერვო დანაყოფის რადიოლოკაციური სადგური, სამხედრო საავტომობილო ტექნიკის საცავი, ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, ბატალიონის შტაბი და სამხედრო ინფრასტრუქტურა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს.