აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმისას გენერალ-მაიორი გაშიმოვი და პოლკოვნიკი მირზოევი დაიღუპნენ
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კერიმ ველიევის განცხადებით, დილით საბრძოლო მოქმედებებისას გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
ამას გარდა, აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ტოვუზის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა ერთი მშვიდობიანი მცხოვრები. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანული სოფლების მისამართით სროლას განაგრძობენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა.