აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრიერიშის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლების გათავისუფლება შეძლეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრიერიშის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლების გათავისუფლება შეძლეს

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაშავდა. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი დღეს კიდევ ორი მოქალაქით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია გაჯიმამედლის დასახლებაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცი და მისი 24 წლის შვილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონტრიერიშის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფუზული-ჯებრაილის მიმართულებით ტერიტორიების გათავისუფლება შეძლეს რაიონებში – აშაღი აბდურრახმალი, გარახანბეილი, გარვენდი, ქენდ გორადიზი, იუხარი აბდურრახმანლი ფიზულიში, ასევე ბეიუქ მერჯანლისა და ნიუზგერ ჯეიბრაილის რაიონებში.

ასევე, მათივე ცნობით, განადგურებულია რამდენიმე პოსტი აგდერეასა და მუროვდაგში. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს თალიშის მიდამოებში.