აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადადის. აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესვლამდე ქელბაჯარი სომხეთის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს.

10 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების პირობებს შორისაა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და იქ რუსი სამშვიდობების განთავსება.

შეთანხმებას ერევანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.