აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხურ მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სომხეთის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კუთვნილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ადგილზე იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლიც.