აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის მიერ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები რაკეტებს ტერტერის, ბარდის, აღდამის, აღჯაბედის, ფიზულისა და ჯებრაილის რაიონების მიმართულებით ისვრიან.
ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციას ჯებრაილის მიმართულებით.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიის დაბომბვების შედეგად, 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 141 კი დაშავდა.