აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც ბაქოში აცხადებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს.

„პროვოკაციის და სროლის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე სემურ ელდარ ალესკეროვი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ სულ დღეს მიუნხენის კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე უნდა იმსჯელონ. ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ერთ საათში უნდა დაიწყოს.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით უნდა გადაწყდეს.