აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაკირ ჰასანოვმა თურქ კოლეგას, ჰულუსი აქარისა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდნენ.