აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში არავაქცინირებულ თანამშრომლებს არ დაუშვებენ
აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში არავაქცინირებულ თანამშრომლებს არ დაუშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, სასწავლო პროცესის ტრადიციული ფორმით აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს განათლების სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია.
აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს განათლების სფეროს თანამშრომლების 80 პროცენტზე მეტს.