აზერბაიჯანის სასამართლომ სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დირექტორს, იგორ კარტავიხსა და თანამშრომელს, ევგენი ბელოუსოვს პატიმრობა შეუფარდა
აზერბაიჯანის სასამართლომ სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დირექტორს, იგორ კარტავიხსა და თანამშრომელს, ევგენი ბელოუსოვს პატიმრობა შეუფარდა

აზერბაიჯანის სასამართლომ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დირექტორს, იგორ კარტავიხსა და თანამშრომელს, ევგენი ბელოუსოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხატაის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს შვიდი ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.