აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მიიღებს  მონაწილეობას

აზერბაიჯანში წინასაარჩევნო  კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია სულ რვა კანდიდატმა გაიარა. მათ შორის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან “ეროვნული საბჭო”, სახალხო პარტია და “მუსავატი”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარტიებს ტელევიზიასა და რადიოში უფასო რეკლამის განსათავსებლად, ყოველკვირეულად 6 საათის ოდენობით საეთერო დრო გამოეყოფა. სააგიტაციო კამპანია 10 აპრილს ადგილობრივი დროით 8 საათზე დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 11 აპრილს გაიმართება.