აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

28 მაისს აზერბაიჯანში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შექმნა თბილისში გამოცხადდა.

აზერბაიჯანს დღესასწაული უკვე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.