აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყარაბაღში ნაღმების აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყარაბაღში ნაღმების აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ყარაბაღში ნაღმების აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვაში ეჭვმიტანილები დააკავეს.

„ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად დაკავებული არიან პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკანონო სამხედრო ფორმირებების წევრობასა და ტერორისტული ქმედებების ჩადენაში. მათ შორის, მათ ბრალი ედებათ ორი სამოქალაქო პირისა და ოთხი პოლიციელის დაღუპვაში, რაც 19 სექტემბერს ნაღმის აფეთქებამ გამოიწვია“,  – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული ინციდენტი აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღში 19 სექტემბერს წამოწყებული სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად სახელდებოდა.