აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც, ბევრი მათგანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან დაიჭრა. ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთი მათგანი ტყვეობაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ჩატარებული გამოძიებების დროს დადასტურდა აზერბაიჯანის მოქალაქეების – ნაბიევ რეალ ელდენიზ ოღლის, ჰუსეინოვ ფარის ფამილ ოღლის, მამედოვ ალი ელნურ ოღლისა და მირღაშიმლი მუროვ ჰასან ოღლის მონაწილეობა რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. ამის გამო აღნიშნული პირები დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ 2026 წლის იანვარში, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.