აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან საქართველოში 450.9 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიაა ექსპორტირებული
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან საქართველოში 450.9 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან საქართველოში 450.9 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია იქნა ექსპორტირებული.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ელექტროენერგიის ამ მოცულობის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა აზერბაიჯანისთვის 25.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 36.7 მილიონი კვტ/სთ-ით გაიზარდა, რაც რაოდენობრივად 8.9 პროცენტია, ხოლო ღირებულების თვალსაზრისით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 23 პროცენტით გაიზარდა.

ამგვარად, გასული წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული იყო 414.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რომლის ღირებულება 20,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან რუსეთში, საქართველოსა და ირანში ექსპორტირებულია 525.1 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რომლის ღირებულება 29.1 მილიონი აშშ დოლარია.