აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყარაბაღში რესურსების უკანონო ექსპლუატაციის გამო, აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყარაბაღში რესურსების უკანონო ექსპლუატაციის გამო, აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ყარაბაღში რესურსების უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ერევანში წარდგენილ საარბიტრაჟო განცხადებაში აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს კომპენსაციას ენერგორესურსებზე აზერბაიჯანის სუვერენული უფლებების დარღვევისთვის 1991 წლიდან 2020 წლამდე ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის დროს.

„სომხეთმა სამხედრო საშუალებებით შეუზღუდა აზერბაიჯანს ენერგორესურსების გამოყენება ყარაბაღის რეგიონში, გამოიყენა ენერგორესურსები საკუთარი ინტერესებისთვის და შეუზღუდა აზერბაიჯანს საკუთარი რესურსების შემდგომი განვითარების შესაძლებლობა ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესაბამისად. ამით სომხეთმა დაარღვია ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების მრავალი დებულება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა წყლის რესურსების 25 პროცენტი კონცენტრირებულია ყარაბაღის რეგიონში, რაც მას ელექტროენერგიის წარმოებისთვის ოპტიმალურ ტერიტორიად აქცევს.