აზერბაიჯანის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციით, მოვუწოდებთ მხარეებს, უთანხმოებები დიპლომატიური საშუალებით გადაჭრან
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციით, მოვუწოდებთ მხარეებს, უთანხმოებები დიპლომატიური საშუალებით გადაჭრან

შეშფოთებულები ვართ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციით, მოვუწოდებთ მხარეებს,უთანხმოებები დიპლომატიური საშუალებით გადაჭრან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, აუცილებელია კონტაქტების გაგრძელება დიპლომატიური არხებით, რათა ახლო აღმოსავლეთში შემდეგი ესკალაცია თავიდან აცილებული იქნას.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციით. სიტუაციის ესკალაციის მტკიცედ დაგმობის პარალელურად, მოვუწოდებთ მხარეებს, გადაჭრან უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიური საშუალებებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია კონტაქტების გაგრძელება დიპლომატიური არხებით, შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იყოს აცილებული ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.