აზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს.
შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
„გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. ამ შესანიშნავ დღეს საქართველოს მეგობრულ ერს ვუსურვებთ ბედნიერებას, შმვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში.
We extend our cordial congratulations to Georgia on the occasion of its Independence Day. 🇦🇿 and 🇬🇪 have historically lived in an atmosphere of friendship and good neighborliness. On this remarkable day we wish happiness, peace and prosperity to the friendly people of #Georgia. pic.twitter.com/vKcp0NADiD
— MFA Azerbaijan🇦🇿 (@AzerbaijanMFA) May 26, 2019