აზერბაიჯანის საგარეო უწყება – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, არ ვაღიარებთ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

12:09, 14.03.2022

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ვაღიარებთ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების გაგრძელებას აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ისევე, როგორც მის შედეგებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების გაგრძელებას აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი