აზერბაიჯანის საგარეო უწყება - გამოძიების წინასწარი ვერსიით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე თავდასხმის კვალი ირანისკენ მიუთითებს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - გამოძიების წინასწარი ვერსიით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე თავდასხმის კვალი ირანისკენ მიუთითებს

მილი მეჯლისის დეპუტატის, ფაზილ მუსტაფას წინააღმდეგ ტერაქტის წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ თავდასხმის კვალი ირანისკენ მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო პერიოდში ირანული მხარე აზერბაიჯანის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს. ამის მაგალითად მან დაასახელა, ასევე, ირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო წვრთნების ჩატარება, თანამდებობის პირების ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა.

აზერბაიჯანელ დეპუტატზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მის საკუთარ სახლთან 28 მარტის საღამოს განხორციელდა. შედეგად, კანონმდებელმა ჭრილობები მიიღო. აზერბაიჯანის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.