აზერბაიჯანის საგარეო უწყება - არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერის რუსეთში ვიზიტი მშვიდობიან პროცესს აზიანებს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერის რუსეთში ვიზიტი მშვიდობიან პროცესს აზიანებს

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერის ვიზიტი რუსეთში, მშვიდობიან პროცესს აზიანებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანი კუთვნილ და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი თვითაღიარებული რეჟიმის „მეთაურის“ რუსეთში ჩასვლა/უკანონო სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციაში ჩასვლისთვის საჭირო ნებართვის გაცემა, აზიანებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს და წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ, ამ პროცესის შუამავლის სტატუსით აღებულ ვალდებულებებთან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მოსკოვის ეს ნაბიჯი არ შეესაბამება აზერბაიჯანისა და რუსეთის მაღალი დონის ურთიერთობებს და ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების ნორმატიულ-სამართლებრივ ჩარჩოს. კერძოდ, მეგობრობის შესახებ შეთანხმებას“.