აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთს წარედგინა უფრო გაფართოებული ელემენტები ურთიერთობების ნორმალიზების ხუთი ძირითადი პრინციპის საფუძველზე
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთს წარედგინა უფრო გაფართოებული ელემენტები ურთიერთობების ნორმალიზების ხუთი ძირითადი პრინციპის საფუძველზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, სომხეთს წარედგინა უფრო გაფართოებული ელემენტები ურთიერთობების ნორმალიზების ხუთი ძირითადი პრინციპის საფუძველზე.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე სომხეთს რეაგირება ჯერ არ მოუხდენია და მათ გასაცნობად დრო ითხოვეს.

„სრული ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, იქნება თუ არა სომხეთის მხრიდან რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ შეხვედრაზე ან თუ მათ დამატებითი დრო დასჭირდებათ. თუმცა, ზოგადად არის რამდენიმე მიმართულება, რომელთაგან თითოეული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა წინ წავიწიოთ. ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნის, დელიმიტაციის თემები. აზერბაიჯანმა წარადგინა უკვე ცნობილი პრინციპები და ხელს უწყობს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ბაირამოვმა.