აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში წყლის დონის კლების გამო ბაქოს პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს

14:08, 26.10.2026

კასპიის ზღვაში წყლის დონის კლების გამო ბაქოს პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

ბაირამოვმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში წყლის რესურსების უფრო ეფექტიანი მართვის მიზნით სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება.

მინისტრის განმარტებით, წყლის სექტორში ნიდერლანდებთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

„ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობს და აზერბაიჯანსაც სჭირდება ეს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში აღნიშნული თანამშრომლობა გაფართოვდეს“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან. ტომ ბერენდსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბაირამოვმა სომხეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხურმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს და მიიღოს, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანი საკითხია როგორც მათთვის, ისე აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის.

„საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ამ განხილვებს. როგორც კი სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილება განხორციელდება, აზერბაიჯანული მხარე მზადაა, ამ საკითხს წერტილი დაუსვას. თუმცა შედეგს უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი