აზერბაიჯანის პროკურატურა აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებისას მათი 12 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, დაიჭრა 35
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად მათი 12 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 35 დაიჭრა.
აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის გამო, დაზიანდა 66 საცხოვრებელი სახლი და რვა სამოქალაქო ობიექტი.