აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მარტინ რაიანი შეიწყალა

11:54, 23.09.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფრანგეთის ჯაშუშობაში ბრალდებული მარტინ რაიანი შეიწყალა.

ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის შეწყალებას ეხება.

საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რაიან მარტინ რიჩარდს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 2026 წლის 16 მარტს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ მარტინ რაიანის გათავისუფლებას ცდილობდა საფრანგეთი, როდესაც ევროკავშირის სიიდან რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის ამოღება მოითხოვა. პარიზის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ამასთან, სასანქციო სიიდან ამოიღეს კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი. სხვა სანქცირებული პირების მიმართ სანქციები 36 თვით გახანგრძლივდა.

მსგავსი